სამართალი
„მე-9 არხი“ ახალი გადაცემებით

1-beqaur-samart3თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. 25 ივლისიდან ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში ახალი გადაცემები გავა. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეთერს „ახალი დილა“ და კიდევ რამდენიმე  გადაცემა დაემატება.

„მალე გადაცემა „ახალი დილა“ გავა ეთერში, რომელსაც თეონა გეგელია და გიორგი კობახიძე წაიყვანენ. ასევე, 20:00 საათზე „კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან“ გავა ეთერში, რომელსაც დისკუსიის ფორმატი ექნება და წამყვანი ორ სტუმართან ერთად მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. ამასთან, ეთერში გავა „ეკა ბერიძის მთავარი კითხვა“ და ის ჰარდ-თოქის ფორმატის იქნება. გადაცემების სატესტო ვარიანტებს ვსინჯავთ და განახლებული „მე-9 არხი“, მაქსიმუმ, 25 ივლისს გავა ეთერში“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის რეგიონული ბიუროების დამუშავება დასრულდა და ის ნაწილი, რომელშიც ფილმები გადიოდა, ახალი ამბებით გადაიფარება.

ბექაურის ინფორმაციით, „მე-9 არხის“ საინფორმაციო გამოშვებებს კიდევ ერთი წამყვანი – სოსო კაციტაძე, დაემატება.