აქტუალური
თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, დღესაც და შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 33-38 იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში – 31-36 გრადუსი.28 ივლისის შემდეგ შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვალოს და გაწვიმდეს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მზიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთ სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის დროს ჩრდილში ყოფნას ან თავზე დაფარებას ურჩევენ.