თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ოფიციალური ორგანოები სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობას ამ დრომდე არ აღიარებენ.
როგორც სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება, სააგენტოს სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ცნობილმა ვებდიზაინერმა მიმართა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი უწყებისთვის საიტის დარეგისტრირება გადაწყვიტა.
„რამდენადაც ოფიციალური უწყებისთვის საიტის შექმნა იგეგმება, მნიშვნელოვანია რეგისტრაციის ქვეყნის არჩევა. ბუნებრივია, რომ სწორედ დომენების რუსულ რეგისტრატორს მიმართა ვებგვერდის შემქნელმა, რომელმაც შემდეგი შინაარსის პასუხი მიიღო: „გამარჯობა. მიუთითეთ საქართველო, რამდენადაც ჯერჯერობით ქვეყნის კლასიფიკატორებში იურიდიული პირებისთვის ცვლილებები არ შესულა“, – წერს „რეგნუმი“.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 26 აგვისტოს ოთხი წელი სრულდება იმ დღიდან, რაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
როგორც „რეგნუმი“ აღნიშნავს, 2008-2009 წლების განმავლობაში „რეგნუმს“ უკვე
მოუხდა ძალისხმევის იქით მიმართვა, რომ სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთმა აღიარა, გეოდეზიისა და გეოგრაფიის სახელმწიფო ორგანოებსაც ეღიარებინათ“.