„ბიძინა ივანიშვილი კახეთში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად თელავში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და კახეთის ათამდე სოფელში იმყოფებოდა. მან საკუთარი თვალით ნახა ის ზარალი, რომელიც სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონს მიადგა და შეძრწუნებული დარჩა იმით, რომ ეს ყველაფერი ტელევიზიით ნანახზე უარესი იყო. ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლება ხალხს ეხმარება და გლეხებს კრედიტების 1 წლით გადავადება ვერაფერს უშველის, რადგან ახალი ნარგავები აქვთ დასარგავი, რომელსაც მოსავალი 1 წელიწადში ვერ ექნება. ასევე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ 1 კგ ყურძნის ფასი არ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები იყოს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კოალიცია ამ საკითხს გადახედავს. ასევე, მან ისაუბრა სადაზღვევო სისტემაზე, რომ მოსახლეობას მოსავლის დაზღვევა შეეძლოს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, დაწესდეს მონიტორინგი იმაზე, თუ როგორ მოახდენს ხელისუფლება ამ ზარალის ანაზღაურებას ივანიშვილის გადარიცხული თანხების მეშვეობით.
„ივანიშვილი მზადაა, დაფაროს მთელი ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.