აქტუალური
თავდაცვის მინისტრის მადლობა სამხედრო მოსამსახურეებს

1-SaSkin-aqtualur1თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მინისტრი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო ბაზას თელავში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილთან ერთად ესტუმრა. მათ საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და კახეთის მოსახლეობის სახელით თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას აქტიურად ეხმარებიან. კახეთის რეგიონში იმყოფება 1300 რეზერვისტი, ადგილზე მუშაობს საინჟინრო ბატალიონი და სპეციალური ტექნიკა, კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად ფუნქციონირებს საველე ჰოსპიტალი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.

როგორც შაშკინმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩება.