საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტთათვის სწავლის გადასახადი გადავადდება

1-student-sazogadoeba2თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის გადავადების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კახეთის სოფლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. მან მოსახლეობას ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა ოჯახებიც დაზარალდნენ სტიქიის დროს, კრედიტების გადავადების მსგავსად, სწავლის გადასახადის გადავადებაც იგეგმება.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის სოლიდარობა. ბრიგადები მთელი საქართველოდან ჩამოვიდა: ლანჩხუთიდან, აჭარიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, იმერეთიდან. ახლა სამეგრელოდან მოდის ხალხი. საითაც გაიხედავ, ყველგან სამუშაო ფრონტია გაშლილი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას.