სამართალი
მმართველი პარტია საარჩევო ქცევის წესების 5-პუნქტიან დეკლარაციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

1-baqraZe-samarTali2თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა, საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესების შესახებ მის მიერ გასულ კვირას ინიცირებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას მეხუთე პუნქტად დაემატოს კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შემუშავებული ღირებული შეთავაზებები. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველა პარტია, რომელიც დაინტერესებულია, რომ საარჩევნო პროცესი იყოს დაცული ძალადობისგან, იყოს დაცული ამომრჩევლის მოსყიდვისგან, იყოს დაცული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან; პარტია, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში მართლაც ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა ტიპის პროცესები, ვფიქრობ, ყველა ასეთი პარტიისთვის მისაღები უნდა იყოს ის პრინციპები, რომლითაც ჩვენ გამოვდივართ“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

„მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დამატებით იმისა, რაც იყო შემოთავაზებული წინა კვირას, დავთანხმდეთ და მივიღოთ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ამ მაღალი სტანდარტის დოკუმენტზე დაელოდება იმ პარტიების გამოხმაურებას, რომლის ინტერესშიც ნამდვილად შედის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა პროცესების პროვოცირება.

ცნობისათვის: თავდაპირველად ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხპუნქტიანი დეკლარაცია, რომლის ბოლო პუნქტიც ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებას ეხება, 14 ივლისს შესთავაზა პარტიებს ხელმოსაწერად.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ და ახალმა მემარჯვენეებმა, განაცხადეს, რომ ისინი შეუერთდებიან დეკლარაციას.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციაქართულ ოცნებათავად იდეას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შეიქმნას. კოალიციამ მმართველი პარტია პროცესის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან, მისი ინფორმაციით, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორში მანამდე იყო დაწყებული მუშაობა.

16 ივლისს კამპანიაეს შენ გეხებასწარმომადგენელმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების პრინციპები არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და მმართველი პარტიის შეთავაზებულ პრინციპებს არასაკმარისი უწოდეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი 17-პუნქტიანი ინიციატივა და პარტიებს დიალოგის გზით ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს.

„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა გარკვეული მედიატორის როლიც იკისრეს ამ პროცესში და 18 ივლისს ცალ-ცალკე საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.