სამართალი
ლეიბორისტები გლეხებისთვის მიწების უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ

1-jiblaZe-samarta1თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. ლეიბორისტრბი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რეფორმის შედეგად განაწილებული გაუფორმებელი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გაუფორმოს.

როგორც პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, ერთი ჰექტარი სახნავი მიწის გაფორმება 700 ლარამდე ჯდება, რაც გაჭირვებაში მყოფი გლეხისთვის სკამოდ დიდი თანხაა.

„წინასაარჩევნოდ ცრუ ხელისუფლება და მათგან გამონაყოფი ე.წ. ოპოზიცია სოფლიდან ხმების გამოსატანად კვლავ უხვად არიგებენ მილიარდიან ყალბ დაპირებებს, რაც არჩევნების მეორე დღესვე, რა თქმა უნდა, დავიწყებული იქნება. ხელისუფლებას ვაძლევთ წინანდადებას, ზაფხულის განმავლობაში უსასყიდლოდ დაურეგისტრირონ მოსახლეობას რეფორმის შედეგად გადაცემული გაუფორმებელი მიწის ნაკვეთები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხებს მოვუწოდებთ მონაწილეობა არ მიიღონ არჩევნებში“, – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ სოლიდარობას უცხადებს სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მათ სტიქიით მიყენებულ ზარალს სრულად აუნაზღაურებს.