აქტუალური
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. დავით გამყრელიძემ და მანანა ნაჭყებიამ „ახალი მემარჯვენეების“ აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ასე გადანაწილდა: ბათუმში – ჯუმბერ მიქელაძე, ქობულეთში – ხათუნა კახაძე, ხელვაჩაურში – თემურ ქიძინიძე, ქედაში – გელა გორგილაძე, შუახევში – იოსებ დავითიძე, ხულოში კი – დავით თავართქილაძე.დავით გამყრელიძის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც „ახალი მემარჯვენეების“ რაიონულ ორგანიზაციებს უდგანან სათავეში. გამონაკლისია მხოლოდ ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი, ექიმი გელა გორგილაძე, რომელიც, გამყრელიძის თქმით, მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
მისი თქმით, შემოდგომაზე დანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოს აჩევნები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები.
გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, დავით გამყრელიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „მემარჯვენეების“ პარტიული სიის პირველი ნომერიც წარადგინა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 3 რაიონში კი მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მცხეთაში – მურად ჩხაიძე, თიანეთში – ქეთევან გონჯილაშვილი, დუშეთში კი – ვეფხია ბოდაველი.