აქტუალური
ივანიშვილი მზადაა, სტიქიით დაზარალებულებს დაეხმაროს
1-daxmareba-aqtualu1თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს, იქნება ეს მკურნალობის ხარჯები, თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურება. „სამწუხაროა, რომ კანონმდებლობა აღარ აძლევს ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების საშუალებას, თუმცა ჩვენ მზად ვართ, საგანგებო შტაბის მუშაობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი და, თუ ხელისუფლება საშუალებას მოგვცემს, დავეხმაროთ დაზარალებულებს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები კახეთში სტიქიის ზონებში იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას დაეხმარებიან.
პრესსპიკერის თქმით, კოალიცია თანაგრძნობას უცხადებს დაზარალებულ მოსახლეობას.