საზოგადოება
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა. პრემიერის განცხადებით, დაზიანებული სახლების სახურავებისა და გზების აღდგენა ერთ კვირაში მოხდება.
„ახლა ყველაზე მთავარია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მივხედოთ და გადავარჩინოთ, რათა მომავალ წელს რაღაც მოსავალი მივიღოთ; ამიტომ მხნედ უნდა ვიყოთ“, – მიმართა მერაბიშვილმა ადგილობრივებს.
ცნობისათვის: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კახეთში აღდგენით სამუშაოებს ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს.