საზოგადოება
როგორც ვალეს გამგებელმა გელა გოზალიშვილმა განაცხადა, ადგილობრივ მოსახლეობას ამგვარი სეტყვა და სტიქია არ ახსოვს.
მისივე თქმით, ზარალი ძალიან დიდია. შექმნილია საგანგებო კომისიები. სამხარეო ადმინისტრაციისა და გამგეობების წარმომადგენლები სოფლებში დადიან და მდგომარეობას სწავლობენ.
სამხარეო ადმინისტრაციის მომსახურების სამსახურს უამრავი მოქალაქე აკითხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში პრემიერ-მინისტრი კახეთიდან ჩავა.