სამართალი
ადამიანის უფლებებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი

1-tuRuSi-samarta3თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი იტყობინება, მხარეების თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარების,  მხარდაჭერა.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება რიგი ღონისძიებებისა, კერძოდ, სამუშაო შეხვედრები, ინტერსექტორული ტრენინგები, სემინარები,  რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ამ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.