სამართალი
ელჩების მუშა ჯგუფის განცხადება „must-carry“-სა და „must-offer“-ის თაობაზე
1-mast-samarta2თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. ელჩების მუშა ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს, „must carry“-სა და „must-offer“-ის ვალდებულების არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის გავრცელების შესაძლებლობა განიხილოს.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების განსახილველად, რომელიც საკაბელო ოპერატორებისა და სატელევიზიო მაუწყებლებისთვის სავალდებულო ტრანზიტს გულისხმობს, ელჩების მუშა ჯგუფი შეიკრიბა. „შეკრებილი ელჩების სახელით გვსურს, მივესალმოთ აღნიშნულ ცვლილებებს, როგორც უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კვლავაც განიხილოს „must carry“-სა და „must-offer“-ის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის“, – ნათქვამია ელჩების მუშა ჯგუფის განცხადებაში.
ცნობისათვის: ელჩების მუშა ჯგუფი მრავალი წელია, არსებობს და მის შემადგენლობაში საქართველოში აკრედიტებული ყველა ელჩი შედის. არაფორმალური გაერთიანება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისთვის ხშირად იკრიბება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში. განცხადებებს ჯგუფი იშვიათად ავრცელებს. ელჩების სამუშაო ჯგუფს გაერო თავმჯდომარეობს.