აქტუალური
ეკონომიკა რუსეთს მიჰყიდეს, პარლამენტი – მის მოკავშირეს, ჩინეთს?!

1-aqt2-parlamentთბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის არ აპირებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში თავისი სამუშაო ოთახებს დატოვებას.

როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის უფლებამოსილება არ ამოწურულა და გაუგებარია, როგორ შეიძლება, მოსთხოვო დეპუტატს სამუშაო ოთახის დატოვება. „ჩვენი ფრაქცია არსად გადასვლას არ აპირებს“, – განაცხადა კოპალიანმა.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, შენობის დაცლა გრძელდება უკვე რამდენიმე დღეა. პარლამენტის თანამშრომლები კრებენ თავიანთ ბარგს „C“ კორპუსში. მათი ინფორმაცით, ოთახები უნდა დატოვონ ერთი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც შენობაში ფანჯრებსაც კი მოხსნიან.

ცნობისათვის: პარლამენტის C“ კორპუსში განლაგებულია დეპუტატებისა და დეპარტამენტების უმრავლესობა. დანარჩენ კორპუსებში კი პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერების კაბინეტებია.

საქინფორმის დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარლამენტის მონუმენტური შენობა თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ გამზირზე, უკვე მიეყიდა ჩინელ ბიზნესმენებს. მაშ, ასე, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთის ფედერაციას, მის სტრატეგიულ მოკავშირეს – ჩინეთს, მიჰყიდეს დედაქალაქის ცენტრში არსებული პარლამენტის ისტორიული შენობა.