აქტუალური
გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან

1-iri-aqtualu1თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ანდრეა კირბსის განცხადებით, საქართველოში ჩამოსული გრძელვადიანი დამკვირვებლები რეგიონებში 21 ივლისს გადანაწილდებიან.

გრძელვადიანი დამკვირვებლები მცირე ტრენინგების შემდეგ აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გადანაწილდებიან.

გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩაატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს და მომზადებული დახვდებიან იმ მოკლევადიან დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ.

„24-26 მოკლევადიან დამკვირვებელს ველოდებით. დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნებიან წარმოდგენილი. ისინი იმუშავებენ ჩამოთვლილ რეგიონებში“, – განაცხადა ანდრეა კირბსმა.