პოლიტიკა
„ეროვნულები“ და “ქართული ოცნება“ ერთიანდებიან

1-alasa-politika2თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. მოძრაობა „ეროვნულები“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლებს. ამის შესახებ კოალიციისა და მოძრაობის შეხვედრის დასრულების შემდგომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ეროვნულებისა“ და კოალიციის თანამშრომლობა შედგება როგორც თემატურ ჯგუფებში, ისე არჩევნების დროსაც.

კოალიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „ეროვნულებს“ კი სხვა წევრებთან ერთად სანდრო ბრეგაძე და დავით სოკოლოვი წარმოადგენდნენ.

მოძრაობა „ეროვნულების“ წევრი პაატა უგრეხელიძე ამბობს, რომ ისინი საერთო მაჟორიტარებსაც წარადგენენ, თუმცა რომელ რეგიონებში, ჯერ გარკვეული არ არის.