სამართალი
ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიცავს

1-biZina-samarTa2თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. იურიდიული კომპანია „Skadden“ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაიცავს.

შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებს, ლონდონის ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ჰერლიხს, ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელ გრეგორი ბესტორ გრეგსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სულ მალე დაიწყება დავა საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში, სადაც ივანიშვილის მხარე წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებშიც ჩანს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა – გაანადგუროს ბანკი და წავიდეს ივანიშვილის ინტერესების წინააღმდეგ.

მათი ცნობით, ივანიშვილი შეიტანს სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 100-მილიონიანი ზარალის ანაზღაურების თაობაზე.