აქტუალური
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის არმიის მეთაური განიხილავს საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების საკითხებს და მადლობას გადაუხდის საქართველოს „ISAF“-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
აშშ-ის საელჩომ, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის არმია ევროპაში აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნითაც, რომლებიც ავღანეთში მისიის დაწყებამდე ოთხკვირიან წვრთნებს გადიან ჰოჰენფელცში, გერმანიაში.