საზოგადოება
თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება არჩევნების თარიღს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – თქვა მან.მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტმა უკვე ხელი მოაწერა საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებულ პირს ეკისრება ვალდებულება, მომხმარებელს შესთავაზოს ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებლის მაუწყებლობა, რომლის ხელმისაწვდომობაც აქვს საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ს.
ეს კანონი ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ არჩევნების გამოცხადების დღიდან და იმოქმედებს არჩევნების დღემდე.