საზოგადოება
დუნია მიიატოვიჩი შეშფოთებულია საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობით

1-euTo-sazogadoeba2თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიიატოვიჩი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის განმეორებითი ფაქტების გამო და საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმ მედიასაშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მედიის წარმომადგენლებმა თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულება ძალადობის, შიშის ან სხვა რაიმე ფორმით დაბრკოლების გარეშე შეძლონ“, – ნათქვამია მიიატოვიჩის განცხადებაში.

როგორც იუწყებოდა საქინფორმი, თორმეტზე მეტი ადამიანი დაშავდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციქართული ოცნებისაქტივისტებს და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მომხდარი დაპირისპირების დროს. ათი მათგანი ჟურნალისტია, რომელთა შორის არიან ტელეკომპანიამეცხრე არხისდა სააგენტოინფო-9“- ჟურნალისტები, ასევე, ტელეკომპანიათრიალეთისჟურნალისტები, რომლის მეწილემეცხრე არხიცარის და საინფორმაციო სააგენტოშიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისჟურნალისტები. იყო სხვა შემთხვევებიც, როცა ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტები დევნის შესახებ იტყობინებოდნენ, მათ შორის, 26 ივნისს მერეთში მომხდარი დაპირისპირებისას. კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 6 ადამიანი დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს; ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტზე თავდასხმის გამო იქნა დაკავებული.

მაისში ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში საქართველოს მთავრობასთან მიმოწერა ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის შემთხვევებთან დაკავშირებით.

„მე შეშფოთებული ვარ ამ ინციდენტების გამო და ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს ეს შემაშფოთებელი ტენდენცია“, – ნათქვამია მიიატოვიჩის განცხადებაში.

თავის განცხადებაში მან წამოწია ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი,  დაახლოებით, 10 000 სატელიტური ანტენის დაყადაღების საკითხი და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უარყოფითად არ აისახება მაყურებელთა უფლებაზე – თავისუფლად მიიღონ ინფორმაცია.