პოლიტიკა
ჯონ ბასი გვემშვიდობება

1-bass-politika2თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, რომელიც საქართველოს ტოვებს, „ფეისბუკის“ საკუთარ გვარდზე გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს, რომელიც იწყება ქართული სიტყვებით: „მე მიყვარს საქართველო!“

„ძალიან ძნელია ამ უმშევნიერესი და მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პოლიტიკაა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ძლიერად აღელვებს ამ ხალხს თავისი მომავალი. ჰოლი და მე ვტოვებთ აქაურობას, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ „ნახვამდის“. ჩვენ თან მიგვაქვს საქართველოს პატარა ნაწილი ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებსა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობასა და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს“, – წერს ჯონ ბასი.

ცნობისათვის: ჯონ ბასი აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებდა.

მისი ელჩობის პერიოდი 2012 წლის ივლისში ამოიწურა.