პოლიტიკა
თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 12 მაჟორიტარულ ოლქში კოალიციის კანდიდატები წარადგინა.
კოალიციის სახელით, გურჯაანში – მანანა ბერიკაშვილი, თელავში – გელა სამხარაული, ლენტეხში – გია გაზდელიანი, აბაშაში – ირაკლი საბულუა, სენაკში – გურამ ოდიშარია, ფოთში – ეკა ბესელია, ბათუმში – მურმან დუმბაძე, ქედაში – დავით ანანიძე, ქობულეთში – ფატი ხალვაში (ქიბალ ხილვაშის და, – საქინფორმი), შუახევში – შოთა ზოიძე, ხელვაჩაურში – როსტომ ხალვაში და ხულოში ზია საგინაძე იყრის კენჭს. ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია თბილისისა და დარჩენილი რეგიონების მაჟორიტარებს 19 ივლისს წარადგენს.