პუბლიკაციები
გაზეთ „ილორის“ რედაქტორის ღია წერილი „РИА Новости“-ში ჩატარებული „მეგრული მაგიდის“ თაობაზე

1-analit-iloriღრმად პატივცემულო მკითხველებო! ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, РИА Новости-ს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, სადაც, ჩვეულებრივ, „მრგვალი მაგიდები“ ტარდება, რატომაა მაგიდა არა მრგვალი, არამედ რუსული „П“-სებური? ადრე ამაზე მეც არ მიფიქრია, მხოლოდ ბოლო ხანებში, ამ  „მრგვალი მაგიდების“ თემატიკამ და მონაწილეთა უმრავლესობამ დამიბადა აზრი, რომ П-ს ფორმის მაგიდა შემთხვევითობა არ არის, ის შესაძლოა, ნიშნავდეს პროფანს, პროვოკატორს და სხვა სიტყვებს ასო -ზე, რომელთა მეგრული ანალოგი არის სიტყვა მეგიოხვენჯე... ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც ერთ-ერთი ბოლო „მრგვალი მაგიდის“ ვიდეოჩანაწერს ვუყურე თემაზე ვის აძლევს ხელს სეპარატიზმი სამეგრელოში?”.

როგორც მეგრელმა, ყურმოკვრით როდი ვიცი, რომ ეს თემა აბსოლუტურად ხელოვნურია (თუმცა ეს ამ რეგიონის ყველა მცხოვრებმა იცის!), ასეთივე წარმატებით შეიძლება მსჯელობა თემაზე ვის აძლევს ხელს მეგრული სეპარატიზმი მარსზე?”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არარსებული თემა წამოიწია, თანაც სად?! რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში, და ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მას მუსირებდნენ არა ვირტუალური მარსელები, არამედ სავსებით რეალური პროფანები და პროვოკატორები, რომლებისთვისაც, მთელი მათი მარსული შესახედაობის მიუხედავად, თავად თემის აბსურდულობა არანაკლებ აშკარა იყო, ვიდრე ჩემთვის დედამიწელისთვის...

 

მაშ რაშია საქმე?! მართლაც, ვის აძლევს ხელს საქართველოში მეგრული სეპარატიზმის თემის გაჩენა, ქართული და რუსული მედიასაშუალებებისთვის მისი შეგდება მისი განხილვით ისეთ უმსხვილეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოში, როგორიც რია ნოვოსტია”?

თითქოს, იმ П”-სებური მაგიდის შუბლისძარღვგაწყვეტილ მონაწილეებზე საუბარი მეტად დამამცირებელია. ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო – გვასწავლის ქართული ანდაზა, მაგრამ იმ სამარცხვინო „მრგვალი მაგიდის“ მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენი მკითხველების, ქართველი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების თბილისსა და სამეგრელოში, უკიდურესმა აღშფოთებამ წამაქეზა, პატივცემული მკითხველისთვის მოკლედ გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებები, რომლებიც მხოლოდ რეალურ ფაქტებსა და საღ აზრს ეფუძნება.

დასაწყისშივე დავაზუსტებ: ნებისმიერ ადამიანს, სპეცსამსახურის მოხალისე თანამშრომელსაც კი (თუმცა, უცნობია, ვისი სპეცსამსახურის, მაგრამ ამაზე – მოგვიანებით), როგორიცაა, მისივე მრავალგზის საჯარო აღიარებით, ექსპერტთა კლუბის” წევრი, ინტერნეტპორტალ ”Грузия on-line”-ის რედაქტორი გოჩა გვარამია,  საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, ჟურნალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ. ცოდვა გამხელილი ჯობს და მე, ჟურნალისტმა და რედაქტორმა, ჩინებულად ვიცი, როგორ უყვართ სენსაციებსგამოდევნებულ ჟურნალისტებს მეტი სკანდალურობისათვის სხვადასხვა ფაქტის საკუთარ ყაიდაზე ინტერპრეტირება! თუმცა როცა საქმე ჩემი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობას ეხება, ნებისმიერი ჯიშის ვირების იმპროვიზაციები აბსოლუტურად დაუშვებელი და უაღრესად სახიფათოათანაც იყო კი ის წარმოუდგენელი სისულელე, რომელსაც მრგვალი მაგიდის” მონაწილეები ჩმახავდნენ, მხოლოდ არაკომპეტენტური პოზიორებისა და გაიძვერების იმპროვიზაცია? მოდი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთად ვცადოთ. მაშ ასე:

სეპარატიზმი სამეგრელოში ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც აღვივებს მეგრულ სეპარატიზმს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითით საქართველოსგან სამეგრელოს შემდგომი მოწყვეტის მიზნით!” – „მრგვალი მაგიდის” მთავარ და ერთადერთ კითხვაზე პასუხი დასაწყისშივე გასცა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც, სიტუაციიდან გამომდინარე, ხან პოლიტოლოგად წარმოგვიდგება, ხან პუბლიცისტად, ხან ანალიტიკოსად, ხან კონფლიქტოლოგად და ხანაც – „ცოცხალი ჟურნალის” ბლოგერად – გელა ვასაძემ, რია ნოვოსტისპროექტ НовостиГрузия”- არაოფიციალურმა კურატორმა. 

აი ასე, „მრგვალი მაგიდის“ დასაწყისშივე გამოცხადდა მთავარი თეზისი („ნაცმოძრაობის“ – მესიჯი-დირექტივა), რომელიც რევიზიას არ ექვემდებარება, და დანარჩენი მონაწილეები თავთავის ყაიდაზე, მაგრამ იმავე ტონალობაში მის იმპროვიზებას შეუდგნენ (გულმოდგინედ ცდილობდნენ რა საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მისდამი მათ მხურვალე სიყვარულზე, ერთგულებასა და „პატრიოტიზმზე” მიეპყროთ...).

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „П”-ს ფორმის მაგიდასთან გამართული სამარცხვინო დადგმის მთავარმა „გმირმა” – გოჩა გვარამიამ, რომელმაც მეგრული სეპარატიზმის გაღვივებასა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სახალხო მოძრაობა სამეგრელოსლიდერი, პატივცემული ალექსანდრე ჭაჭია დაადანაშაულა ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი, რომლის მთელი მოღვაწეობა გამსჭვალულია სამეგრელოს გამაერთიანებელი როლის და თავად მეგრული სეპარატიზმის ფენომენის არარსებობის ლაიტმოტივით! (სხვათა შორის, საქართველოში „რია ნოვოსტის” საინფორმაციო პროექტმა “Новости – Грузия”-მ გვარამიას გამოსვლის ეს ნაწილი ტექსტურ ანგარიშში წინდახედულად „გამოტოვა” და მხოლოდ შემოკლებულ, დამონტაჟებულ ვიდეოფორმატში დატოვა)

თავისი ტყუილის მტკიცებულებად” გვარამიამ, რომელსაც სამეგრელოსა და მეგრელებთან გვარის მეტი არაფერი აკავშირებს, მართლაც რომ მარსული” არგუმენტები მოიყვანა, აი, თავად დარწმუნდით:

ზოგი მონაცემით, ალექსანდრე ჭაჭია საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. სად არის საქართველოში ასეთი აკადემია?! მე არ ვიციდაიბადა ოჩამჩირეშიის არის აგრეთვე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორიფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატიდაიბადა ოჩამჩირეშიმოსაჩვენებელი გაკვირვებით, აზრობრივი პაუზებითა და გამეორებებით კითხულობს გვარამია ღმერთმა უწყის, საიდან აღებულ (ალბათ, თავისი სპეცსამსახურიდან) . ჭაჭიას ბექგრაუნდს, და საგანგებოდ უსვამს ხაზს ჩამოთვლილი მეცნიერული რეგალიების შეუთავსებლობას ჭაჭიას წარმოშობასთან აქაოდა, განა შეიძლება ოჩამჩირეში დაბადებულმა ასეთ სიმაღლეებს მიაღწიოს გახდეს აკადემიკოსი, დოქტორი, პროფესორი?! და კომიკურად გადახედავს რა დანარჩენ მონაწილეებს, განაგრძობს: აგრეთვე ის (ჭაჭია), თურმე, გლობალიზაციის პრობლემათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია...”

არა, ამაში აღარაფერი საგანგაშო არ არის. რომ ერთი უვიცი და უწიგნური „მეხუთე ელემენტი“ თავისი „პაგონიანი“ უფროსობის დავალებების გარდა, საერთოდ არაფერი იცის და არავის იცნობს – გოჩა გვარამიასაც საქართველოში არავინ იცნობს, ერთი სპეცსამსახურის დეპარტამენტის გარდა... ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს – პირიქით, უნდა გვეცოდებოდეს ეს უბედური პრიმიტივი, როცა რამეზე ამბობს – არ ვიციო... რა თქმა უნდა, არ ეცოდინებოდა არაფერი საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიაზეც , რომლის დაარსებისას პრეზიდენტი იყო აწ გარდაცვლილი გრიგოლ ჟვანია, ვიცე-პრეზიდენტები კი როინ მეტრეველი, ალექსანდრე ჭაჭია და სხვები.

2009 წელს პოლიტოლოგმა იგორ მურადიანმა თავის სტატიაში მოიტანა მეგრული წარმოშობის ქართველი პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვები, რომელსაც მიაჩნია, რომ ვიდრე  საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რიგი პოლიტიკური იდეები დამუშავდება და მეგრულ გარემოში დაინერგება,  მანამდე უნდა შეიქმნას მეგრელი ერი, რომელმაც საბჭოთა პერიოდში ბევრი ეთნიკური ნიშანი დაკარგა“ – უტიფრად ტყუის გვარამია და „მრგვალი მაგიდის” მონაწილის – სამეცნიერო აკადემია „ფაზისის” აკადემიკოს ანზორ შონიას – აღშფოთებულ რეპლიკაზე – ეს შეუძლებელია!” – ცინიკურად დასძენს: “ეს მე არ დამიწერია, ინტერნეტში არის, შეგიძლიათ წაიკითხოთ 2009 წელი, იგორ მურადიანი, ინტერვიუ ალექსანდრე ჭაჭიასთან!”. და დამამტკიცებელ საბუთად რაღაც ნაჯღაბნ ქაღალდს იქნევს, რომლის კუთხეში აშკარად მოჩანს გრიფი...

ძვირფასო მკითხველო! თუ გნებავთ, მთელი ინტერნეტი გადააბრუნეთ და თავად დარწმუნდებით, რომ იქ მსგავსი არაფერია! პოლიტოლოგ იგორ მურადიანს არასოდეს აუღია ინტერვიუ ალექსანდრე ჭაჭიასგან! და, საერთოდ, როდის აქეთია, პოლიტოლოგები ინტერვიუს იღებენ და არა იძლევიან?!

შემდგომ სტარტაღებული გვარამია  არავის აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას, საბაბით – მერე ამომივარდებაო (საინტერესოა, საიდან? ნუთუ თავიდან?!), და მორიგი „მარგალიტით” გვაჯილდოვებს: თუ ვინმეს გაინტერესებთ და წაგიკითხავთ ლიტერატურა სპეცსამსახურების შესახებ, გაგიადვილდებათ ამ ადამიანის შეფასება თუ რას წარმოადგენს იგი. ამდენი მეცნიერული რეგალია არავის აქვს! ენციკლოპედიაშიც ვერ იპოვით მსგავსს!” ვინ ჰყავდა მხედველობაში ამ გარმიანელს, რომელიც, უდავოა, მხოლოდ მარსის ინტერნეტს და ენციკლოპედიას კითხულობს?! როგორც ჩანს, თავისი  უნიჭო უბადრუკი თანამშრომლები მიწიერი სპეცსამსახურებიდან, რომლებსაც, ცხადია, ამგვარი რეგალიები არ გააჩნიათ და ვერც ექნებათ...

ამის შემდეგ გვარამია კიდევ ერთხელ არეულ-დარეულად და წინასწარ მომზადებული „შპარგალკიდან“ კითხულობს ა.ჭაჭიას ყველა მეცნიერულ რეგალიას და ბიოგრაფიის ძირითად ეტაპებს და ჩაცკის პათეტიკით შესძახებს: რა სახელწოდებებია!.. წაკითხული მაქვს და, პრაქტიკულად, ზეპირად ვიცი სუვოროვის წიგნი აკვარიუმი”. ასეთ სახელებს სპეცსამსახურების სახურავქვეშ მომუშავე ორგანიზაციებს არქმევენ!.. და აქ რატომღაც არ არის ნათქვამი, რომ სადოქტორო დისერტაცია მან (ჭაჭიამ) პატრის ლუმუმბას ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტში დაიცვა! ეს ინსტიტუტი კი ჯერ კიდევ საბჭოთა დროში მეგობრულ საბჭოთა ქვეყნებში შესაგზავნი აგენტურის სამჭედლო გახლდათ”.

და გვარამიას ჰგონია, რომ ამის მერე მას სამეგრელოში ჩაესვლება?! კარგი, დავანებოთ თავი – რა ჰგონია მას და რა არა, გონება და თავი გოჩასგან ცოტა შორს უნდა ვიკითხოთ და გასაკვირი არ არის, რომ შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობებისა და ინტელექტის მქონე ტიპს უკვირს, წარმოშობით ოჩამჩირელმა როგორ მოასწრო ცხოვრებაში ამდენი რამის გაკეთება და ამდენი მეცნიერული რეგალიის მოპოვება. გასაკვირია ზომბის ფსიქიკის თავისებურებები და ელემენტარული ლოგიკის უქონლობა და აქ ისმის ერთი ლოგიკური კითხვა: საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ისევე, როგორც გლობალიზაციის პრობლემათა კვლევის ცენტრი, ქართული, ანუ საქართველოში შექმნილი ორგანიზაციებია, მაშ, რა შუაშია რუსეთის სპეცსამსახურები და პ. ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტი, სადაც ალექსანდრე ჭაჭიას არავითარი დისერტაცია არ დაუცავს?! ნუთუ გვარამიას უფროსები ისეთი იდიოტები არიან, რომ თავი არ შეიწუხეს, 100% ტყუილში 1% სიმართლე მაინც გაერიათ მეტი დამაჯერებლობისათვის?! ნუთუ ყველაფერ დანარჩენთან ერთად უკვე ტყუილის თქმაც აღარ შეგიძლიათ?!

ჯერ სადა ხართ, „მხიარულება” ახლა იწყება: ზუგდიდში არ გამოვიდა, და აი, სადღაც ფოთის გარეუბანში ჭაჭიამ როგორღაც მოახერხა, შეექმნა რაღაც საკვირაო სკოლების მსგავსი, მეგრული საკვირაო სკოლები მეგრულ ენაზე სწავლებით... ისე, ჩუმად, ამაზე არავინ ყბედობდა... ორი, მეტი არა”, – ავბედითად განაგრძობს „განქიქებას” პოპულარული დეტექტივების მოყვარე გვარამია. და ისევ, სამეცნიერო აკადემია „ფაზისის”  აკადემიკოს ანზორ შონიას აღშფოთებულ რეპლიკაზე – „არ არსებობს! ამის შესახებ არასოდეს არაფერი გამიგია!” –  დასძენს: სამაგიეროდ, მე გამიგია!”.

ამას მალე მოჰყვა ისტერიკული ბოდვა – რომ მზადდება ნიადაგი არა მარტო სკოლებში სასწავლო პროცესის მეგრულ ენაზე გადაყვანის, არამედ ბიბლიის მეგრულად თარგმნისთვისაც, ამ პროცესში სვანების ჩათრევაზე და მსგავსი აბდაუბდა, რის შემდეგაც თავი ვეღარ შევიკავე – ალექსანდრე ჭაჭიას დავურეკე და ამ უმსგავსობის კომენტარი ვთხოვე.

ჭაჭიამ დიდხანს გულიანად იცინა... მაგრამ კომენტარზე უარი თქვა: ამ ყველაფერზე კომენტარს არ გავაკეთებ, როგორ შეიძლება მსგავსი სისულელის კომენტირება?! ეს ხომ სიცრუეა თავიდან ბოლომდე! ვის აძლევს ის ხელს თავად განსაჯეთ: მათ, ვისაც უნდა, არჩევნების წინ მოქალაქეთა ყურადღება არარსებულ პრობლემებზე გადაიტანოს, დროებით დაავიწყოს ქართველ ხალხს ის გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ხელისუფლებაში მყოფი ბეცი პოლიტიკოსების და მათი ლაქიების წყალობით! როგორც ჩანს, ეს უკანასკნელნი, იმისათვის, რომ მათ შესაძლებლობებზე თანდათან გულაყრილ ხელისუფლებას საკუთარი საჭიროობა დაუმტკიცონ, სხვადასხვა პროვოკაციულ თემას იგონებენ, რათა იმ მატერიალური სიკეთეების გარეშე არ დარჩნენ, ამ წლების განმავლობაში რომ გაუტკბათ...”.

მაგრამ, რა უცნაურიც უნდა იყოს, ჩემს შეკითხვაზე ყველაზე უკეთ უპასუხა არა ჭაჭიამ, არამედ იმ მრგვალი თუ მართკუთხედი მაგიდის მონაწილემ – გელა ვასაძემ: „ნუ თვლით ჭაჭიას იდიოტად, ვითომ ის სეპარატიზმს სამეგრელოში შესაძლებლად მიიჩნევს. ის შესანიშნავად ხედავს რეალობას! მიზანია არა მეგრული სეპარატიზმის გააქტიურება, არამედ საინფორმაციო ველზე იმისი ჩვენება, რომ ასეთი სეპარატიზმი არსებობს! ეს დღეს მთავარი მიზანია! გააქტიურება მათ მშვენივრად იციან, რომ ეს არ გამოუვათ, მაგრამ თუ რუსეთის საინფორმაციო ველზე, რუსულზე, იმავე რუნეტზე ეს აღნიშნული იქნება, შემდგომში ამის გამოყენებას ძალების შეყვანის გასამართლებლად შეძლებენ... დიახ, მთელი ეს სამუშაო სპეცსამსახურებს უკავშირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უსაფუძვლოდ არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ის მეგრული სეპარატიზმის გაღვიძებაზეა მიმართული! არა, ის მიმართულია ინფორმაციული ფონის, მეგრული სეპარატიზმის შესახებ ლეგენდის შექმნაზე!” – უაპელაციოდ დაასკვნა ვასაძემ.

ბრავო, გელა! როგორც იქნა! თუ შენს ლოგიკას გავყვებით (რომელიც, „პაგონებიანი გარმიანელის“ – ქოსატყუილა გვარამიასგან განსხვავებით, ნამდვილად გაქვს), გამოდის, რომ მრგვალი მაგიდის” ორგანიზატორები და მონაწილეები რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობენ, ვინაიდან მეგრული სეპარატიზმის თემა ინფორმაციული ფონილეგენდის შექმნის მიზნით”  მათ რუსულ საინფორმაციო ველზე” რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი საშუალებით გამოიტანეს, თანაც რუსულ ენაზე!

ამიტომ თუ ძალების შეყვანა” (ანუ რუსული არმიის), რომელზეც ვასაძემ ილაპარაკა, მართლა შედგება, ის სწორედ გვარამიას, ვასაძის, პაპასკირის და მრგვალი მაგიდის” სხვა მონაწილეთა მიერ იქნება პროვოცირებული, მათი, ვინც 2012 წლის 5 ივლისს РИА Новости”-ს თბილისის საერთაშორისო ცენტრში მეგრული სეპარატიზმის” არარსებული თემა წამოწია და დააფიქსირა! 

დაბოლოს, მინდა, აქ მოვიყვანო  მხოლოდ ერთი ფრაგმენტი 2001 წლის 12 ოქტომბერს სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ყრილობაზე ალექსანდრე ჭაჭიას მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

„ჩვენ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ დაშლილ, დანგრეულ, დაქუცმაცებულ, ეკონომიკურად და ზნეობრივად დაცემულ, შეურაცხყოფილ საქართველოში ჩვენ ისევ და ისევ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გამაერთიანებელი როლი უნდა შევასრულოთ. მეგრელებისთვის, ისევე, როგორც სხვა ქართველებისთვის, ცხოვრების არეალს მთელი საქართველო წარმოადგენს. თუ ახლანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთი კუთხე – აფხაზეთი მეგრელებისგან გაათავისუფლა, ნუ ექნება იმის იმედი, რომ სხვა კუთხეებიდანაც გაგვდევნის და რომელიღაც გამოყოფილ „სამეგრელოს რესპუბლიკაში“ ერთად მოგვიყრის თავს.

იმისათვის, რომ ერს მომავალი ჰქონდეს, პირველ რიგში, აუცილებელია ქართველთა ერთობა – ან ჩვენ გავერთიანდებით და ერთად დავდგებით იმ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება, ანდა ფიზიკურად გადარჩენილი ჩვენი შვილები და შვილიშვილები მათხოვართა, მაწანწალათა ბრბოდ გადაიქცევიან და ხანდახან გაიხსენებენ, რომ ოდესღაც ღირსეულ ერს წარმოადგენდნენ და საკუთარ მიწაზეც ცხოვრობდნენ.

ჩვენ, როგორც იცით, დაგვაბრალეს „სეპარატიზმი“, ქვეყნის გახლეჩის სურვილი, ქართველი ერის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, უარყოფა და ბევრი სხვა სისულელე. დაგვაბრალეს სწორედ იმ ძალებმა, იმ პიროვნებებმა, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმ ე.წ. ოპოზიციის თავკაცებმა, ვინც თითქმის ათი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს სამშობლოს, შლიან ქვეყანას, ყიდიან ისტორიულ ტერიტორიებს, მათხოვართა ბრბოდ აქცევენ ქართველ ხალხს, კლასიკური ფორმის გენოციდს უწყობენ საკუთარ მოსახლეობას...

ამ უვიც, გაუნათლებელ, ანტიეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკანებსა თუ ფსევდოინტელიგენტებს შევახსენებ, რომ სამეგრელოს მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება ეკისრა. მეტიც, ისტორიაში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოს დაქუცმაცების პერიოდში (არადა, ეს პერიოდი თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, 200-250 წლის გამოკლებით) არსებობდა კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოები, მაგრამ, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიუხედავად, დადიანებს არასოდეს უცდიათ სამეგრელოს სამეფოდ გამოცხადება. იმდენად ძლიერი იყო ყოველთვის მეგრულ საზოგადოებაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისკენ ლტოლვა!“ 

როლანდ ჯალაღონია, მწერალი, პუბლიცისტი, აკადემიების – „ფაზისისა“ და აიას“ – ნამდვილი წევრი, გაზეთ ილორის მთავარი რედაქტორი (სამეგრელო)

2012 წლის 18 ივლისი, ზუგდიდი