სამართალი
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ 3 ეჭვმიტანილი ამოიცნო

1-eWvmitan-samarTali2თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ კარალეთის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ესენი არიან: ვანო მიდოდაშვილი, გოგიტა გოჩაშვილი და ბესო კახნიაშვილი. კოალიცია აღნიშნული პირების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.

„ამ დროისათვის სულ სასამართლოს დაკავებული ჰყავს 4 ადამიანი, რომელთაგანაც 2 „ქართული ოცნების“ აქტივისტია, 2 კი – ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელი“, – აცხადებს ფანჯიკიძე.

მისი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულებს შორისაა „ქართული ოცნების“ აქტივისტი კახა გოგიაშვილი, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს.