აქტუალური
თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ შიდა კვლევების მონაცემები ჟურნალისტებს გააცნო.
მმართველი პარტიის ცნობით, შიდა კვლევა ივნისში პარტიის დაკვეთით ორგანიზაცია „GREENBERG QUINLAN ROZNER“-მა ჩაატარა.
კითხვაზე – „მიუხედავად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:„ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ 57% უჭერს მხარს;
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ – 31%;
„ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ – 4 %;
„ლეიბორისტულ პარტიას“ – 1%.
5% იმ რესპონდენტთა პასუხების მაჩვენებელია, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან, არჩევნებში ხმას ვის მისცემენ ან პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.