აქტუალური
ვანო მერაბიშვილი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

1-baqo-aqtualur2თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. ბაქოში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება, ილჰამ ალიევმა მერაბიშვილს პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის ვიზიტი კარგ შესაძლებლობას იძლევა, განიხილონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა განვითარება, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებში.

მერაბიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.