საზოგადოება
კვლევის შედეგები: პატრიარქი ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს

1-kvleva-sazgadoeba2თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. როგორცNDI“-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, კითხვაზე – მოგწონთ თუ არ მოგწონთ ესა თუ ის პიროვნება, რესპონდენტთა პასუხებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ერგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს (92 პროცენტი). მერე მოდიან თბილისის მერი გიგი უგულავა – 60% და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – 58%. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ის მოსწონს გამოკითხულთა 55%-ს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე – 53 %-ს, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე – 50%-ს.

ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს. „NDI“-ს საქართველოს ოფისის დირექტორ ლუის ნავაროს თქმით, გაიზარდა მათი პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი მოსწონს. რაც შეეხება გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გიორგი თარგამაძეს, ლუის ნავაროს ინფორმაციით, მათი მოწონების მაჩვენებლებმა წინა კვლევებთან შედარებით დაიკლო.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ლიდერებს: ინგა გრიგოლია მოსწონს 45%-ს, ნიკა გილაური – 43%-ს, დიმიტრი შაშკინი – 35%-ს, მაგდა ანიკაშვილი – 34%-ს, ვერა ქობალია – 34%-ს, სოზარ სუბარი – 33%-ს, ირაკლი ალასანია – 32%-ს, გიორგი ახვლედიანი – 29%-ს, ეკა ბესელია – 27%-ს, თინა ხიდაშელი – 26%-ს, კახა შარტავა – 23%-ს, ზვიად ძიძიგური – 23%-ს, ჯონდი ბაღათურია – 22%-ს, გუბაზ სანიკიძე – 22%-ს, დავით გამყრელიძე – 21%-ს, კობა დავითაშვილი – 20%-ს, დავით უსუფაშვილი – 20%-ს, შალვა ნათელაშვილი – 19%-ს, ლევან ვეფხვაძე – 19%-ს, გიორგი ტუღუში – 19%-ს, გიგა ბოკერია – 16%-ს, გიორგი ცაგარეიშვილი – 15%-ს, კახა კუკავა – 15%-ს, მამუკა კაციტაძე – 13%-ს, მანანა კობახიძე – 12%-ს, ნინო ბურჯანაძე – 12%-ს, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 11%-ს, თემურ შაშიაშვილი 11%-ს, პაატა დავითაია – 10%-ს, ზურაბ ტყემალაძე – 10%-ს, გია თორთლაძე – 10%-ს, ბაჩუკი ქარდავა – 9%-ს, თეა წულუკიანი – 8%-ს, გურამ ჩახვაძე, ზურაბ ხარატიშვილი და ლევან ბეჟაშვილი – 5-5%-ს.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, „NDI“-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს მოიცავს. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.