პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ცხინვალში

1-oseTi-politika3თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონში 18 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავლენ. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ლიდერის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.

ცნობისათვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები – ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), პოდრიგ მერფი (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და თბილისს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ სტუმრობენ და მხარეებთან დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს ათანხმებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართა. მორიგი 21-ე რაუნდი მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.