პოლიტიკა
თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი „როუფ ჯამფინგის“ დროს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. მარიამ ყანდაშვილისა და გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი...“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ხიდიდან ხტომის, ე.წ. როუფ ჯამფინგის დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თოკის გაწყვეტამ გამოიწვია.