პოლიტიკა
ბანკებში პენსიონერთა რიგები აღარ იქნება

1-liberti-politika1თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენსიონერებს ჰპირდება, რომ ამიერიდან არცერთი მათგანი პენსიის ასაღებად რიგში აღარ ჩადგება. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმში „ლიბერთი ბანკში“ სტუმრობისას განაცხადა.

„პენსია იზრდება და თქვენ ეს უკვე იცით და დღეს ჩვენ უკვე გაძლევთ პოლისს, რომელიც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეს პოლისი იზრუნებს. ახალმა მთავრობამ ყველა ოჯახთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება, თუ რას გაუკეთებს მას და მერე ხელში გეჭირებათ დოკუმენტი, რომ ვეღარავინ დაგჩაგროთ. შევქმნი მექანიზმს, რომელიც, თუ  სადმე საპენსიო რიგი არსებობს,  აღკვეთს. გვიხარია ბევრი ტურისტი, მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც სასტუმრო არ აქვს. მე კარგად მესმის ეს გაჭირვება და გპირდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. აღარ დავუშვებთ იმას, რომ პენსიონერი რიგში იდგეს. მე მესმის, რომ პოლისი კარგია, მაგრამ  არ უნდა გავაფუჭოთ ის იმით, რომ ხალხს ქუჩაში დგომამ მოუწიოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.