სამართალი
ინციდენტი კარალეთში – დაპატიმრებულია ხუთი მონაწილე

1-karaleTi-samart1თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი პირი იქნა დაკავებული და ხუთივეს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა შიდა ქართლში, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტის გამო.

ამავე ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ინციდენტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

ხუთი დაკავებულიდან სამი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რომლებიც კარალეთში კოალიციის ლიდერებს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ახლდნენ.

ქართული ოცნებისკამპანიის ფარგლებში შიდა ქართლში გამართული შეხვედრების დროს, რომელთა მიზანიც მხარდამჭერების მობილიზებაა, რამდენიმე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კარალეთში მომხდარი მეორე სერიოზული ინციდენტი იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში. 

საქინფორმის მკითხველთა ცნობისათვის: მანამდე, 26 ივნისს, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სოფელ მერეთში, ასევე, შიდა ქართლის რეგიონში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებთან კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა. მაშინ ოთხი ადამიანი, მათ შორის,ქართული ოცნებისორი აქტივისტი, დააკავეს და ათი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

ქართულმა ოცნებამ“ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის ინციდენტები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული და ამ დაპირისპირებებმაყოვლად დაუშვებელი სახე მიიღო და საშიში ტენდენციები გამოიკვეთა“.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღკვეთოს ასეთი დაპირისპირებები, რათა ეს პროცესები კიდევ ერთხელ არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს და არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც სრულიად დაუშვებელია, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. – კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გადაუხვევს პოლიტიკური ბრძოლის არჩეულ გზას და კონსტიტუციური გზით, კანონის სრული დაცვით გააგრძელებს თავის საქმიანობას და არჩევნებში გამარჯვებით შეცვლის ამ ხელისუფლებას“.