აქტუალური
თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. შვეიცარიამ საზღვარზე მონიტორინგისთვის კომპანიების სია წარმოადგინა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთმა პრაქტიკულად დაასრულა მსო-ში გაწევრების პროცესი. შემდეგი ნაბიჯი იქნება ტერმინალების აგება. ნუ მკითხავთ ვადებზე, რადგან რთულია, ითქვას, როდის დამთავრდება მათი მშენებლობა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო რუსეთის და საქართველოს მხარეებისათვის, არამედ შვეიცარიისთვისაც, როგორც შუამავალი ქვეყნისათვის“, – აღნიშნა ვაშაძემ.შეგახსენეთ, რომ საუბარი ეხება შვეიცარიის კომპანიას, რომელმაც უნდა აწარმოოს საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგი. მთელი ვაჭრობა საზღვარზე მსო-ს ფარგლებში იწარმოებს სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი დერეფნების გავლით.
შვეიცარიული კომპანია პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მთავრობის წინაშე.