სამართალი
თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად ვთავაზობთ მკითხველებს:
„2012 წლის 12 ივლისს სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში“.