ამინდი: 16-17 ივლისს საქართველოში დაცხება, მერე კი აგრილდება
თბილისი, 13 ივლისი,
საქინფორმი. 16 და 17 ივლისს თბილისსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, 15 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონებში წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება. კერძოდ, საღამოს საათებში და ღამით იქნება მცირე წვიმა და ელჭექი. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 32-34 გრადუსამდე აიწევს.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 16-17 ივლისისთვის 37-38 გრადუსს მიაღწევს, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის დაწევა.