პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ქობულეთში

1-qobul-politika3თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში  ფილების დამამზადებელი ახალი საწარმო „ლეგი“ დაათვალიერა, რომელიც ბეტონის ფილებს აწარმოებს როგორც გზის სავალი ნაწილის, ისე ტროტუარების მოსაპირკეთებლად. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია სააკაშვილის გვერდზე „ფეისბუკში“.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროდუქციამ არა მარტო ადგილობრივი ბაზარი უნდა აითვისოს, არამედ ექსპორტზეც უნდა გავიდეს.