აქტუალური
აფხაზეთის მთებში 14 წლის ყმაწვილს ეძებენ

1-dakarguli-aqtualuri3თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. უკვე თითქმის ორი კვირაა, აფხაზეთში უშედეგოდ ეძებენ 14 წლის ხრიპს მარშანიას, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოტაპიდან 26 მაისს მთაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.

როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, საკმაო დროის გასვლის მიუხედავად, სამძებრო სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ.

მაშველებს ადგილობრივი მონადირეებიც ეხმარებიან. ჯერჯერობით მოზარდის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.