აქტუალური
საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში

1-ganaTl-aqtualuri1თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ საკადრო ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც განხორციელდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე – შსს-ის აკადემიის პრეზიდენტი დაინიშნა. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის სხვა მოადგილეებს, ისინი არიან: გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე.

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსად – ლევან ქებურია, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად – გიორგი ქოჩიშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად – გიორგი ნაცვლიშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად – ელგუჯა მაკალათია, საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსად კი ნატო ჯავახიშვილი დაინიშნა.