საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე

1-cotne-sazogadoeba1თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „IGFM“-მა პატიმარ ცოტნე გამსახურდიას საქმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

როგორც ზვიად გამსახურდიას ვაჟის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა ჟურნალისტებს აცნობა, ზემოხსენებული ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისი გერმანიაში მდებარეობს, გამსახურდიას საქმეს აღნიშნული პროცესის დაწყების დღიდან სწავლობს.

„დასკვნაში, ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია საპატიმროში ცოტნე გამსახურდიას არასათანადო პირობებში ყოფნაზე, რომელიც წამებასთან არის გათანაბრებული. დღესაც არაადეკვატური პირობებში იმყოფება – ის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავთ. ორგანიზაციის დასკვნაში აქცენტი გადატანილია უკანონო განაჩენზე. გახსოვთ თქვენ ბაჯელიძის მკვლელობის მცდელობა. ასევე, დახასიათებულია მოსამართლე ჯორბანაძე და გაშუქებულია ზემოხსენებული სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიერ მიწოდებული მასალებზეც საუბრობს.

„დასკვნაში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და ადვოკატების წინააღმდეგ განხორციელბული ქმდებებზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ამჟამად სასჯელს მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის ბრალდების საფუძველზე იხდის. განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. ბექაურის მტკიცებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი მის სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.