საზოგადოება
სამი ოპოზიციური პარტია არჩევნებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა

1-partiebi-sazogad3თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა არის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს უნდა დაუპირისპირონ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიეცეს საშუალება, გააკეთოს რეალური არჩევანი არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე, არამედ ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის.