პოლიტიკა
თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. NDI – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი – პოლიტიკური პარტიების რეიტინგს მომავალ კვირას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „NDI“-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევის შედეგები ყველა პარტიას გადაეგზავნება.
„NDI“-მ კვლევის დანარჩენი შედეგების პრეზენტაცია გუშინ გამართა, რომელიც დემოკრატიის დონეს, რეფორმებს, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახავს.