სამართალი
25 ივლისიდან საქართველოს 25 დიდ ქალაქში დასაქმების აგენტები მივლენ ყველა ოჯახში და შეაგროვებენ ინფორმაციას მუშაობის მსურველთა შესახებ. დასაქმების მსურველებს სოციალური ანკეტების შევსება მოუწევთ. ანკეტის შევსება 15 წლის ასაკის ზევით ყველას შეუძლია. მონაცემები დასაქმების სამინისტროში გადაიგზავნება, რის შემდეგაც სამინისტრო ამ პირებს ტესტირებას ჩაუტარებს. პირველი ტესტირება აგვისტოში იგეგმება.
უმუშევრის სტატუსის მატარებელი პირი მიიღებს სახელმწიფო დაზღვევის პაკეტს. შემდეგ კი შესაძლოა, მისთვის სხვადასხვა სოციალური დახმარებაც გამოიყოს.