საზოგადოება
თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. ქართულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
ამის შესახებ სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ სიმპოზიუმზე გახდა ცნობილი.
ღონისძიებას მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრება.სიმპოზიუმზე იმყოფება 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების ფარგლებში ამერიკული მხარე ბიზნესმენებს ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს გააცნობს.
„ქართულ კომპანიებს ეძლევათ პრიორიტეტული საშუალება, იყვნენ 47-მილიარდიან ბაზარზე, განახორციელონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი და შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მეტი სიკეთე მოვუტანოთ“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.