პოლიტიკა
კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ ბათუმში

1-batumipolitika3თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ გაიხსნა.

კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს ეძღვნება.

კონფერენციაზე მუშაობს ოთხი თემატური სესია: დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი.