პოლიტიკა
თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის პირველსავე კვირას – 1-5 ოქტომბრის ფარგლებში გაიმართება. საარჩევნო დღედ კვირის შუა დღე შეირჩა, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა ცნობილი. ინფორმირებული წყაროს ცნობით, საარჩევნო გრაფიკი იმგვარად არის შედგენილი, რომ არჩევნების თარიღი 5 ოქტომბერს არ გადასცდება.კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები პრეზიდენტის ბრძანებულებით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე ინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ის 1-5 ოქტომბრის ფარგლებში ჩატარდება, უკიდურესი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები უნდა დანიშნოს, 6 აგვისტოა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების თარიღი საზოგადოებისთვის მის ოფიციალურად გამოცხადებამდე გახდება ცნობილი.
პოლიტიკურ კულუარებშიც ელიან, რომ ეს თარიღი უახლოეს რამდენიმე დღეში დასახელდება, ხოლო არჩევნები ოფიციალურად თარიღის დასახელებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაინიშნება.