მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ მთავარი კაპიტალი ხალხის მხარდაჭერაა
თბილისი, 10 ივლისი,
საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების უკანონო ქმედებებისაგან საკუთარი აქტივისტების დაცვას იმ კაპიტალის მეშვეობით აპირებს, რომელიც მას აქვს. როგორც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს კაპიტალი ხალხის მხარდაჭერაა.
„ამ პროცესის შეჩერებას ვაპირებთ ჩვენი მთავარი კაპიტალის მეშვეობით. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ეს ყველაფერი არის დროებითი და სწორედ ხალხის იმ მხარდაჭერით, რომელიც წინა ოთხ აქციაზე გამოვლინდა და ველით, რომ იგივე იქნება გორში. ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და აღვადგენთ სამართლიანობას“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.