საზოგადოება
ცხინვალის მედია გენპროკურატურის მაღალჩინოსნის მკვლელობის შესახებ იუწყება

1-cxinvali-sazogadoeba-3თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ცხინვალში გენპროკურატურის მაღალჩინოსანი მოკლეს. ამის შესახებ ოსური მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა სამხრეთ ოსეთის შსს ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი როლანდ ჩიტაევი გუშინ საკუთარი სახლიდან თბილისის დროით, დაახლოებით, 22:00 საათზე გაიტაცეს. სამართალდამცველებმა მისი მანქანა სოფელ კოხათში იპოვეს. ავტომობილში სისხლის ლაქები იყო. მოგვიანებით ჩიტაევის გატაცებაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

როგორც ცხინვალის მედია იუწყება, სამართალდამცველებმა როლანდ ჩიტაევის ცხედარი დილის 7 საათზე სოფელ ვანათში აღმოაჩინეს.