საზოგადოება
თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს. როგორც ორგანიზაციიდან იტყობინებიან, კვლევის თემაა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.
„NDI“-ს კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში 6299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევას, რომელსაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს.