პოლიტიკა
მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

1-vladd-politika-3თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. მოლდოვას მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ხელმძღვანელობით 9-11 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი თავის ქართველ კოლეგა ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მერაბიშვილისთვის ეს პირველი უცხოური დელეგაცია იყო, რომელიც მან პრემიერ-მინისტრის რანგში მიიღო.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრი იქნა განხილული, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას, მათ შორის, თბილისსა და კიშინიოვს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობის შესწავლის გზით.