აქტუალური
თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. დღეს და ხვალ თბილისსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება.
გასულ კვირას დღისით ტემპერატურა 28-30 გრადუსი იყო, დღეს და ხვალ კი იქნება ძლიერი წვიმა, რომლის დროსაც პატარა მდინარეებში შესაძლოა წყალმოვარდნები. აღმოსავლეთ საქართველოში – მაღალმთიანეთსა და კახეთში, სეტყვაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე არც ისე დაიწევს და 20-25 გრადუსი იქნება.